5 მიზეზი, თუ რატომ გჭირდება ელექტრონული კომერციის ვებგვერდი 2024 წელს

წარმოიდგინეთ, რომ არასოდეს დახურავთ თქვენს მაღაზიას! 2024 წელს ელექტონული კომერციის ვებგვერდი არ არის მხოლოდ უპირატესობა, ეს არის ზრდის 700 ცხენიანი ძრავა თქვენი ბიზნესისთვის. მიუხედავად იმისა, ამზადებთ ხელნაკეთ საპნებს თუ სამკაულებს, თქვენი პროდუქცია ყოველთვის ხელმისაწვდომია გასაყიდად. მოემზადეთ 5 დამაჯერებელი მიზეზის მოსასმენად, თუ რატომ გჭირდებათ ელ.კომერციის ვებგვერდი 2024-ში.

1) 24/7 ხელმისაწვდომობა და გლობალური შესაძლებლობები

დაიღალეთ “CLOSED” ნიშნებით? თქვენს ვებგვერდს არასოდეს დაეწერება რომ ის დაკეტილია, ან შესვენებაზე არიან. ვებგვერდი ჰგავს 24 საათიან გრაფიკზე მომუშავე გამყიდველს. დაემშვიდობეთ გეოგრაფიულ ბარიერებს წარმოიდგინეთ თქვენი პროდუქტი გაიყიდა პარიზსში და მას საქართველოდან გააგზავნით. იფიქრეთ იგივე პროცესი სხვა გზით რომ გაგეკეთებინათ. მგონი ამაზე ფიქრი არც კი ღირს, რადგან ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტი შეიძინონ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პრაღიდან და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არსებობს ინტერნეტი. 

2) გაძლიერებული ბრენდის ნდობა

კარგად შემუშავებული ვებგვერდი, ნავიგაციითა და ვიზუალური მხარით თქვენს ბიზნესის პროფესიონალიზმს წარმოადგენს. ეს ფაქტი თქვნს მომხარებელს არაპირდაპირ ეუბნება, რომ თქვენ სერიოზულად უყურებთ თქვენს ბიზნესსა და პროდუქტს. ეს ნდობა ითარგმნება უფრო მეტ გაყიდვებში და ლოიალურ მომხმარებლებში. თქვენი ვებგვერდი თქვენი ციფრული თეთრი დაფაა. თქვენ აკონტროლებთ თქვენს შინაარსს. ქმნით დამაჯერებელ ისტორიებს, აჩვენებთ თქვენი მომხმარებლების კმაყოფილებებს და ხაზს უსვამთ თქვენს უნიკალურობებს. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა, ეს არის საზოგადოების შექმნა თქვენი ბრენდის გარშემო.


3) გაყიდვების და მარკეტინგის გამარტივება

მომხმარებლების მიღება ნაკლები ძალისხმევით

მოდით ცოტახნით დაივიწყეთ ტელეფონზე ზარები და ძვირადღირებული მარკეტინგული კამპანიები. თქვენი ვებგვერდი ამ ყველაფერს თავისით გააკეთებს: 1) ინტუიცური ნავიგაციით, 2) პროდუქტის დეტალური აღწერილობით და 3) უსაფრთხო გადახდების კარიბჭით. მომხმარებელს შეუძლია 2 დაწკაპუნებით შეიძინონ თქვენი პროდუქტი. გახსენდებათ მომენტი როდესაც Facebook-ის საშუალებით ყიდდით თქვენს პროდუქციას? უგზავნიდით პროდუქტებს, შემდეგ 100 კითხვა შემოგდიოდათ ამ პროდუქტთან დაკავშირებით, და ბოლოს ან შეიძენდნენ ან არა. მარტივად დასანახია იმ დროის დაზოგვა, რომელიც ვებგვერდის ასრებობას მოაქვს.

მიზანში მოსახვედრად გამზადებული მარკეტინგი

თქვენი ვებგვერდის ანალიტიკა გეტყვით ვინ არიან თქვენთვის იდეალური მომხმარებლები, რა მოსწონთ მათ და როგორ იქცევიან ისინი თქვენს ვებგვერდზე. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ეს ინტელეტქი, რომელთანაც რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ?

4) ღირებული მონაცემები და ბედნიერი ვიზიტორები თქვენ

თქვენი ვებგვერდი წარმოადგენს მომხმარებელთა მონაცემების საგანძურს. თქვენ გაიგებთ რომელი პროდუქტებია პოპულარული, რამდენი აქვს გაყიდვა თითოეულს, რამდენ ადამიანს აქვს კალათაში ან სურვილების სიაში. გამოიყენეთ ეს მონაცემები შეთავაზებებისთვის, გამოცდილების გასაუმჯობესებლად და თქვენი მომხმარებლების ბედნიერებისთვის. გონებრივი გრძნობები შესანიშნავია, მაგრამ მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები უკეთესია. ვებგვერდიდან მიღებული მონაცემებით გააკეთებთ ინვესტირებას სწორ პროდუქტებში, ოპტიმიზაციას მოახდენთ მარკეტინგში და შეხედავთ თქვენი ბიზნესის გაზრდას!

5) ხარჯთეფექტური და მაშტაბური ზრდის პოტენციალი

არ ინერვიულოთ ხარჯებზე ფიზიკურ მაღაზიასთან შედარებით, თქვენს ვებგვერდს მინიმალური ხარჯები აქვს. არც ქირა, არც კომუნალური მომსახურება - ეს ათავისუფლებს რესურსებს, რაც მნიშვნელოვანია საოცარი პროდუქტრების შემუშავებაში. როგორც თქვენი ბიზნესი იზრდება, ისე იზრდება თქვენი ვებგვერდიც. იცოდით რომ ვებგვერდსაც გააჩნია ასაკი? თქვენ გააფართოვებთ კატალოგს და მიაღწევთ ფართო აუდიტორიას ფიზიკური მაღაზიის შეზღუდვების გარეშე. საზღვარი აქ მხოლოდ ცა არის.

ასე რომ, მიეცით თქვენს ბიზნესს გაფართოების საშუალება და ნუ დარჩებით ჩარჩოებს შორის. ვებქულის მოსიყვარულე გუნდი მზად არის თქვენთან ერთად იმოგზაუროს ამ თავგადასავალში. დაგვიკავშირდით თქვენთვის ხელსაყრელ დროს, ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო დროა თქვენთან სასაუბროდ.

Back to blog